აშშ-ს ევროკავშირიდან ოთხი ქვეყნის გაყვანა სურს -Daily Mail 11.12.2025 23:53

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის და ამერიკული თავდაცვის ვებ-გვერდ Defense One-ის ინფორმაციით, გავრცელდა სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის წინადადებას ავლენს - ეს წინადადება მიზნად ისახავს ოთხი ქვეყნის ევროკავშირიდან გაყვანას და წარმოადგენს ახალი სტრატეგიის - „დავუბრუნოთ ევროპას დიდება" (Make Europe Great Again) - ნაწილს.

საიდუმლო დოკუმენტის მიხედვით, რომელიც სავარაუდოდ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის სრულ, გამოუქვეყნებელ ვერსიას წარმოადგენს, აშშ გეგმავს ავსტრიის, იტალიის, უნგრეთისა და პოლონეთის ევროკავშირიდან გაყვანას.

აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს ამ ქვეყნების ვაშინგტონის გავლენის წრესთან დაახლოებას, რაც შეარყევს კონტინენტის პოლიტიკურ ლანდშაფტს.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს, მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ პარტიებსა და მოძრაობებს, რომლებიც ევროპაში „სუვერენიტეტისა და ტრადიციული ევროპული ცხოვრების წესის" შენარჩუნებას ან აღდგენას ცდილობენ.

გაჟონილი დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალური 33-გვერდიანი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გამოქვეყნებიდან მალევე გავრცელდა.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ევროპა „ცივილიზაციური წაშლის" საფრთხის წინაშე დგას და გამოთქმულია ვარაუდი, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა „საიმედო მოკავშირედ" აღარ დარჩება.

თეთრი სახლი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და იმ იდეასაც კი, რომ სტრატეგიის „ალტერნატიული ვერსია" არსებობდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ