11.12.2025 22:23
ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ ევროპას არასამთავრობო ორგანიზაციები აკონტროლებენ, ეს კი მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს.
ამის შესახებ მასკი სოციალურ ქსელში წერს.
„არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატია აკონტროლებს ევროპას, რაც მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს“, – წერს ილონ მასკი.
ამასთან, იგი გერმანელი პოლიტიკური აქტივისტის, ნაომის ზეიბტის პოსტს აზიარებს, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციების აღზევებამ დემოკრატიის სიკვდილი გამოწვია.
„დემოკრატია არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატიის აღზევებასთან ერთად მოკვდა. თქვენი ხმა ევროკავშირის დაშლამდე არაფერს ნიშნავს“, – წერს ზეიბტი.
ავტორ(ებ)ი :