12.12.2025 00:27
დონალდ ტრამპი უკიდურესად იმედგაცრუებულია ამ ომის ორივე მხარით და მას ყელში ამოუვიდა შეხვედრები მხოლოდ შეხვედრის მიზნით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს მეტი საუბარი აღარ უნდა, მას მოქმედება და ომის დასრულება სურს.
„ჯერ კიდევ გაურკვეველია, გვჯერა თუ არა რეალური მშვიდობის მიღწევის და იმის შესახებ, შეგვიძლია თუ არა წინსვლა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკიდურესად იმედგაცრუებულია ამ ომის ორივე მხარით და მას ყელში ამოუვიდა შეხვედრები მხოლოდ შეხვედრის მიზნით. მას მეტი საუბარი აღარ უნდა, მოქმედება სურს. მას უნდა, რომ ეს ომი დასრულდეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირაში 30 საათზე მეტი დახარჯა რუსებთან, უკრაინელებთან და ევროპელებთან შეხვედრაში",- განაცხადა ლევიტმა.
ავტორ(ებ)ი :