12.12.2025 18:10
პოლონეთის სეიმის წევრის კონრად ბერკოვიჩის თქმით, ევროკავშირი ამზადებს კანონპროექტს, რომლითაც ვარშავა ვალდებული იქნება უკრაინას რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიის სახით 10,2 მილიარდი ევრო გადაუხადოს.
ბერკოვიჩი განმარტავს, რომ, თუ რუსეთი კიევს არ გადაუხდის, ბელგია კი გაყინულ რუსულ აქტივებს დაბლოკავს, გადახდა ვარშავას მოუწევს.
პოლონელი დეპუტატის თქმით, ეს სრული სიგიჟეა და დროა პოლონეთმა საკუთარ ქვეყანასა და ფინანსებზე კონტროლი დაიბრუნოს.
ავტორ(ებ)ი :