გერმანიის ქალაქ მანჰაიმში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი გადატვირთულ ქუჩაზე დაეშვა ავარიულად დაეშვა 14.12.2025 11:30

 

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში მსუბუქძრავიანმა თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. პილოტი მძიმედ დაშავდა, ამის შესახებ ინფორმაციას Tagesschau ავრცელებს.

ინციდენტი მთავარი სახანძრო დეპოს მახლობლად მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, თვითმფრინავი გადატვირთულ ქუჩაზე დაეშვა.. თვითმფრინავის კარი არ იღებოდა, რის გამოც მაშველებს ბორტზე მყოფი სამი ადამიანის გამოყვანა სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით მოუწიათ.

როგორც ირკვევა, ბორტზე იმყოფებოდნენ 23 წლის პილოტი, მისი თანატოლი პარტნიორი ქალი და კიდევ ერთი 37 წლის მამაკაცი. პილოტმა მძიმე დაზიანებები მიიღო, ხოლო დანარჩენ ორს მხოლოდ მსუბუქი ტრავმები აღენიშნებოდათ. ყველა დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

თვითმფრინავს მიყენებული ზარალი დაახლოებით 400 ათას ევროს შეადგენს. ინციდენტის გამო გზა დროებით გადაიკეტა და მონაკვეთი გვიან ღამემდე დახურული იყო.

ინციდენტის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ