14.12.2025 11:56
გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „დოიჩეველე" წერს. შემთხვევა ბავარიის მხარეში, დინგოლფინგის მახლობლად მოხდა.
პროკურატურის ინფორმაციით, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის დაგეგმის ბრალდებით დაკავებულია ხუთი მამაკაცი, მათგან სამი მაროკოელი, ერთი ეგვიპტელი და ერთი სირიელია.
პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, ეჭვმიტანილებს ჰქონდათ გეგმა, ავტომობილის გამოყენებით განეხორციელებინათ ტერორისტული თავდასხმა საშობაო ბაზრობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლებამ ინფორმაცია უცხოური სადაზვერვო სამსახურისგან მიიღო.
ავტორ(ებ)ი :