14.12.2025 14:18
მოსკოვს ჯერ არ უნახავს ევროკავშირისა და უკრაინის წინადადებები სამშვიდობო გეგმის შესახებ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კონსტრუქციული იყოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ როგორც უკრაინელების, ასევე ევროპელების წვლილი ამ დოკუმენტებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონსტრუქციული იყოს. ეს არის პრობლემა. ჩვენ ჯერ არ გვინახავს მათი წინადადებები",-განაცხადა უშაკოვმა.
მისივე თქმით, მოსკოვი კიევისა და ბრიუსელის წინადადებების სამშვიდობო გეგმაში შეტანის კატეგორიულად წინააღმდეგი იქნება.
„თუ იქნება შესწორებები, ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი წინააღმდეგობა, რადგან ძალიან ნათლად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. იქ იქნება რამდენიმე დებულება, რომელიც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, მათ შორის ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნა უშაკოვმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა საუბარი დონეცკის გარშემო დემილიტარიზებულ ზონაზე, უშაკოვმა დადებითად უპასუხა.
„არა მხოლოდ. ტერიტორიების საკითხი აქტიურად განიხილებოდა აქ, მოსკოვში. ამერიკელებმა არა მხოლოდ იციან, არამედ ესმით ჩვენი პოზიცია. რა შედეგს მიიღებენ ისინი ქაღალდზე ამ კონსულტაციების შემდეგ, არ ვიცი. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს რაიმე კარგი იყოს",- განაცხადა უშაკოვმა.
ავტორ(ებ)ი :