,,ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და უკრაინაზე არ გაჩერდება''- ფრიდრიხ მერცი 14.12.2025 15:52

 

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი აგრესიული პოლიტიკით უკრაინაზე არ გაჩერდება.

ფრიდრიხ მერცის თქმით, ვლადიმერ პუტინი დაინტერესებულია „ევროპაში საზღვრების ფუნდამენტური შეცვლით" და საბჭოთა კავშირის აღდგენით მის ყოფილ საზღვრებში.

„ეს წარმოადგენს უზარმაზარ საფრთხეს, მათ შორის სამხედრო საფრთხეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ადრე ამ იმპერიის ნაწილი იყვნენ",- აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიის კანცლერის განმარტებით, სწორედ ამიტომ უკრაინისთვის შემდგომი დახმარება და ევროპის ერთიანობა ბრიტანეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ