,,ნატოში უკრაინის არგაწევრიანება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია''-პესკოვი 15.12.2025 17:44

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ნატოში უკრაინის არგაწევრიანება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.

„ბუნებრივია, ეს საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და, რა თქმა უნდა, სხვებთან შედარებით განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს", - განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს.

მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გულწრფელად მუშაობს კონფლიქტის მოსაგვარებლად.

„მუშაობა მიმდინარეობს აშშ-ის მომლაპარაკებლებს, ევროპელებსა და უკრაინელებს შორის. უკვე მას შემდეგ, რაც ისინი დაასრულებენ სამუშაოს თავიანთ ნაწილს, ჩვენ დაველოდებით, რომ ჩვენი ამერიკელი თანამოსაუბრეებისგან მივიღებთ იმ ხედვას, რომელიც დღეს ბერლინში განიხილება", - დასძინა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი ღიაა მშვიდობისა და სერიოზული გადაწყვეტილებებისთვის და არ დაუჭერს მხარს ხრიკებს, რომლებიც დროებითი შესვენების შექმნას ისახავს მიზნად.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ