Volkswagen-მა პირველად 1937 წლიდან გერმანიაში ქარხანა დახურა 15.12.2025 19:00

 

გერმანულმა ავტოკონცერნმა Volkswagen-მა პირველად 88 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ქარხანა დახურა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

მუშაობას წყვეტს დრეზდენში განთავსებული ქარხანა, რომელიც კიდევ „შუშის მანუფაქტურის" სახელით არის ცნობილი. ქარხანასთან ერთად იქ საგამოფენო სივრცე მდებარეობდა.

„შუშის მანუფაქტურა" 2002 წელს გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში იქ 200 ათასი ავტომობილი იყო წარმოებული - ძვირად ღირებული Phaeton-ით დაწყებული და ელექტრომობილით, ID.3-ით დამთავრებული.

საწარმო მუშაობას წყვეტს ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისის გამო, ასევე პრობლემას ჩინეთის მხრიდან ავტობაზარზე არსებული ძლიერი კონკურენცია ქმნის. ქარხნის დახურვა აშშ-ის მხრიდან ევროპელი მწარმოებლებისთვის დაწესებულმა საბაჟო გადასახადებმაც გამოიწვია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ