,,უკრაინის მიერ შეთავაზებული საშობაო ცეცხლის შეწყვეტა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზეა დამოკიდებული''-პესკოვი 16.12.2025 20:02

 

კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ საშობაო ზავი, რომელიც უკრაინამ შესთავაზა, დამოკიდებული იქნება იმაზე, მიიღწევა თუ არა სამშვიდობო შეთანხმება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ კიევი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის იდეას, კერძოდ, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების კუთხით, შობის პერიოდში.

ამ იდეის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა: „ახლა საკითხი იმაშია, მივაღწევთ თუ არა შეთანხმებას, როგორც პრეზიდენტი [დონალდ] ტრამპი ამბობს, თუ არა".

პესკოვმა აღნისნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა მონაწილეობა მიიღოს ასეთ ცეცხლის შეწყვეტაში, თუ უკრაინა ორიენტირებული იქნება „მოკლევადიან, არამდგრად გადაწყვეტილებებზე" და არა ხანგრძლივ დარეგულირებაზე.

„ჩვენ მშვიდობა გვინდა. ჩვენ არ გვინდა ზავი, რათა უკრაინას სუნთქვის საშუალება მივცეთ და ომის გაგრძელებისთვის მოემზადოს. ჩვენ გვსურს ამ ომის შეჩერება, ჩვენი მიზნების მიღწევა, ჩვენი ინტერესების დაცვა და ევროპაში მომავლისთვის მშვიდობის უზრუნველყოფა. ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა", - დასძინა მან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ