პოლონეთის პრეზიდენტი: ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა იყოს მთავარი პირი, რომელიც დაინტერესებულია პოლონეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნით 16.12.2025 20:28

 

"ჩვენ დავკარგეთ პოლონეთსა და უკრაინას შორის პარტნიორობის ელემენტი და ამას ღიად ვამბობ", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გამოცემა Wirtualną Polską-სთან ინტერვიუში.

„მაქვს განცდა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო წლებში შეეჩვია ვითარებას, როცა პოლონეთს, როგორც მოცემულობას აღიქვამს. თითქოს ჩვენთან არაფრის შეთანხმება არ არის საჭირო, საუბარიც კი არ არის საჭირო, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ყველაფერს ვაძლევდით. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა იყოს მთავარი პირი, რომელიც დაინტერესებულია პოლონეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნით.

ეს ასე იქნებოდა თუ ჩვენი ურთიერთობები სათანადოდ იქნებოდა სტრუქტურირებული. ამასობაში, პრეზიდენტი ზელენსკი პოლონეთს სტაბილურ, აშკარა აქტივად მიიჩნევს, რომლის გარშემოც განსაკუთრებული ნაბიჯები არ არის საჭირო და ის გაცილებით უფრო მზადაა დასავლეთ ევროპელ ლიდერებთან ურთიერთობისთვის", - განაცხადა მან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ