17.12.2025 09:52
დიდი ბრიტანეთის მთავრობა იწყებს სასწრაფო, დამოუკიდებელ შემოწმებას ქვეყნის პოლიტიკაში უცხოური ფინანსური ჩარევის საკითხზე.
როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემებში უცხოური ფინანსური ჩარევის საკითხზე დამოუკიდებელ შემოწმებას ევროკავშირიდან გასვლის დეპარტამენტის ყოფილი მუდმივი მდივანი ფილიპ რაიკროფტი უხელმძღვანელებს.
განცხადებით თანახმად, „შემოწმება წარმოადგენს საპასუხო რეაგირებას ბრიტანეთის დემოკრატიისთვის პოლიტიკური ჩარევით გამოწვეულ მზარდ საფრთხეზე, მათ შორის ყოფილი ევროპარლამენტარის, ნეითან გილისა და დიდ ბრიტანეთში მომუშავე იურისტის და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ფარულ აგენტად იდენტიფიცირებულ კრისტინ ლის შოკის მომგვრელ შემთხვევებზე.
გავრცელებული ცნობით, შემოწმება ამჟამინდელი ფინანსური წესებისა და დაცვის მექანიზმების სიღრმისეულ შეფასებას და უცხოური პოლიტიკური ჩარევის რისკების შემდგომი შემცირებისთვის რეკომენდაციების შეთავაზებას ითვალისწინებს.
„ეს დამოუკიდებელი შემოწმება ხელს შეუწყობს ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებას, ჩვენს სუვერენულ საქმეებში ფარული ჩარევის მცდელობების წინააღმდეგ. ეს საშუალებას მოგვცემს, საფუძვლიანად გადავხედოთ არსებულ ფინანსურ გარანტიებს და უზრუნველვყოთ, რომ გვაქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად და მათ შესაკავებლად. ეროვნული უსაფრთხოების დაცვა ჩვენი პირველი მოვალეობაა და ჩვენ არ შევეგუებით მათ, ვინც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პირადი სარგებლისთვის იყენებს", - განაცხადა ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმა, დენ ჯარვისმა.
ავტორ(ებ)ი :