17.12.2025 23:22
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა, უზრუნველყონ კიევის მხარდაჭერა და დაანახონ რუსეთს, რომ ომის გაგრძელება „აზრს მოკლებულია". ეს განცხადება მან ევროკავშირის გადამწყვეტი სამიტის წინ გააკეთა.
„ამ შეხვედრების შედეგი - შედეგი ევროპისთვის - უნდა იყოს ისეთი, რომ რუსეთმა იგრძნოს, რომ მომავალ წელს ბრძოლის გაგრძელების სურვილი აზრს მოკლებულია, რადგან უკრაინას ექნება მხარდაჭერა", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან უკრაინის პარტნიორებს მოუწოდა, მიიღონ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივების გამოყენების შესახებ უკრაინისთვის განკუთვნილი სესხის უზრუნველსაყოფად.
„ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა ჩვენს პარტნიორს ეყოს გამბედაობა, დაინახოს სიმართლე, აღიაროს იგი და იმოქმედოს შესაბამისად. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოკავშირეები ხშირად ამბობენ, რომ რუსეთს თითქოს ომის დასრულება სურს. თუმცა, რუსეთი სრულიად განსხვავებულ რიტორიკასა და სიგნალებს აგზავნის", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ავტორ(ებ)ი :