დონის როსტოვის პორტზე უკრაინული დრონებით თავდასხმა მოხდა, არიან დაღუპულები 18.12.2025 12:02

უკრაინა გვიან ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა დონის როსტოვს, ბაიტაისკს და ტაგანროგს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

როსტოვის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, იერიშის შედეგად როსტოვის ოლქის პორტში ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო გემს. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, კიდევ სამი დაიჭრა. ხანძრის ფართობი 20 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.

როსტოვის დასავლეთ ნაწილში ასევე დაზიანდა ახალაშენებული მრავალსართულიანი სახლი, შედეგად არავინ დაშავებულა.

ბატაისკში დრონების თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო შვიდმა ადამიანმა. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა, საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 17 დეკემბერს საჰაერო თავდაცვის სისტემამ 77 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ