აშშ-ის სენატმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დიდი უმრავლესობით დაამტკიცა 18.12.2025 12:09

აშშ-ის სენატმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დიდი უმრავლესობით დაამტკიცა. კანონპროექტი 77 ხმით მიიღეს 20-ის წინააღმდეგ. ის ახლა დონალდ ტრამპს გადაეცემა ხელმოსაწერად.

გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის წლიური სამხედრო ხარჯებისთვის რეკორდული თანხაა გამოყოფილი - 901 მილიარდი დოლარი. ასევე, 4%-იანი სახელფასო ზრდა ჯარისკაცებისთვის.

ამასთან, კანონი ითვალისწინებს 800 მილიონ დოლარს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად (400-400 მილიონს მომდევნო ორი წლის განმავლობაში). დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 175 მილიონი დოლარი ბალტიისპირეთის თავდაცვისთვის იქნება გამოყოფილი. კანონი კრძალავს აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირებას ევროპაში 76,000-ზე ქვემოთ.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სირიის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციების გაუქმებას. კანონი აუქმებს ერაყის წინააღმდეგ 1991 და 2002 წლის სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვას. კანონი კრძალავს ტრანსგენდერების მონაწილეობას ქალთა სპორტულ სამხედრო პროგრამებში. ასევე, დოკუმენტი კანონის ძალას ანიჭებს ტრამპის ბრძანებებს, რომლებიც აჩერებს მრავალფეროვნებისა და თანასწორობის პროგრამებს პენტაგონში.

კანონი არ მოიცავს თავდაცვის სამინისტროს „ომის სამინისტროდ" გადარქმევას - ტრამპის წინადადებას, რომლის ფორმალიზებაც კონგრესის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ