18.12.2025 21:48
ინდოეთის ჯარხანდის შტატის რამგარჰის რაიონში 42 სპილოსგან შემდგარი ჯოგი სოფლების მაცხოვრებლებს თავს დაესხა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
გაზეთ The New Indian Express-ის ინფორმაციით, სპილოების ზედიზედ თავდასხმებმა ადგილობრივ სოფლებში პანიკა გამოიწვია.
პირველი შემთხვევა 16 დეკემბერს, საღამოს საათებში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ადგილობრივი მცხოვრებლები გზის პირას დასვენებულ სპილოების ჯოგს მიუახლოვდნენ, რათა მათთან ერთად ფოტოები გადაეღოთ. ერთ-ერთმა სპილომ 33 წლის მამაკაცი, რომელიც ძალიან ახლოს მივიდა, გათელა და ადგილზე მოკლა.
იმავე ღამით ჯოგი სხვა სოფელში შევიდა. სპილოების ხმამაღალი ხმაურით შეშინებულმა მოსახლეობამ სახლებიდან გაქცევა დაიწყო, რის შედეგადაც ქაოსში ორი ქალი - 40 და 45 წლის - გათელვით დაიღუპა. მოგვიანებით სპილოები 35 წლის მოტოციკლისტსაც დაესხნენ თავს,რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ჯოგი კვლავ აქტიურია რეგიონში და რამდენიმე ჯგუფად გადაადგილდება. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტერიტორიაზე სამართალდამცავი და შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.
ავტორ(ებ)ი :