ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, შევთანხმდით უახლოეს მომავალში ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე -რუსეტმ უმეროვი 20.12.2025 11:33

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან შეერთებულ შტატებში შეხვედრა დაასრულა.

„დავასრულეთ შეხვედრა შეერთებულ შტატებში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. მოლაპარაკებების შედეგების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს ვაცნობე. ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან შემდეგ ნაბიჯებსა და უახლოეს მომავალში ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე შევთანხმდით", - წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რუსტემ უმეროვი ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისთვის შეერთებულ შტატებში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, ანდრეი გნატოვთან ერთად ჩავიდა.

20-21 დეკემბერს აშშ-ში, მაიამიში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრებს გამართავს ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევიც.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ