ბრიტანეთს ახლა ჰყავს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, რომელსაც სძულს ქვეყანა და უყვარს ევროკავშირი, ჩვენ მათ ვაძლევთ ფულს და ისინი გვეუბნებიან, თუ რა გავაკეთოთ -ლიზ ტრასი 20.12.2025 16:48

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ ქვეყნის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ბრიტანეთი სძულს. ამის შესახებ ტრასმა საკუთარ პოდკასტში განაცხადა.

როგორც ტრასმა აღნიშნა, ცენტრისტული ტექნოკრატები - კირ სტარმერი და ემანულ მაკრონი ხალხში პოპულარობით ვერ სარგებლობენ, მაგრამ შეთქმულებაში არიან ბიუროკრატიასა და მეინსტრიმულ მედიასთან.

„ბრიტანეთს ახლა ჰყავს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, რომელსაც სძულს დიდი ბრიტანეთი და უყვარს ევროკავშირი. ჩვენ მათ ვაძლევთ ფულს და ისინი გვეუბნებიან, თუ რა გავაკეთოთ. საბედნიეროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია იმაზე მოუქნელია, ვიდრე ბრიტანეთის ბიუროკრატია. ევროპის უმეტეს ნაწილს დღეს მართავს ლიბერალური ელიტა, რომელიც ეკონომიკისა და საზოგადოების ნგრევის, მასობრივი მიგრაციის იდეებით, ისლამისტებისთვის პატივისცემით არის შეპყრობილი. გამონაკლისი არიან ისეთი პატრიოტი ლიდერები როგორებიც არიან, ჯორჯია მელონი და ვიქტორ ორბანი. არშემდგარი ცენტრისტული ტექნოკრატები, სტარმერი, მაკრონი კი პასუხისმგებელი არიან. ხალხში პოპულარობით ვერ სარგებლობენ, მაგრამ შეთქმულებაში არიან ბიუროკრატიასა და მეინსტრიმულ მედიასთან, დიდი ძალაუფლება აქვთ", - განაცხადა ლიზ ტრასმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ