20.12.2025 18:46
ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამი წლის წინ პოლიტიკოს ვარო ვოგლაიუს შესახებ ცრუ ბრალდებები გააჟღერა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კალასი ვალდებული იყო მისი განცხდების საჯარო უარყოფა გაეკეთებინა.
„მე, კაია კალასმა, 2022 წლის 17 თებერვალს გაკეთებულ პოსტში გამოვაქვეყნე ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს ვარო ვოგლაიუს და "ოჯახისა და ტრადიციების დაცვის ფონდის" მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე ესტონეთის პოლიციას თავს დაესხნენ და თითქოს ვარო ვოგლაიუმ და EKRE-მ 2021 წლის 23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დემონსტრაცია მოაწყვეს. ეს განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება", - დაწერა კალასმა თავის Facebook გვერდზე.
სამშაბათს, უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო კაია კალასის საჩივარი და ამგვარად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, რომლის მიხედვითაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უნდა უარყოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ პოლიციას ვოგლაიუსა და SAPTK-ის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე თავს დაესხნენ.
ავტორ(ებ)ი :