21.12.2025 11:39
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ბელგიელ კოლეგას გმირი უწოდა. ქალაქ სეგედში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბარტ დე ვევერმა ბრიუსელის სამიტზე ევროპელი ლიდერების მხრიდან არნახულ ზეწოლას გაუძლო და მათ რუსული გაყინული აქტივების გამოყენების უფლება არ მისცა.
„უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის გადარჩენის ამ მეტად მნიშვნელოვან ოპერაციაში წამყვან როლს ბელგიის პრემიერ-მინისტრი თამაშობს. ის გმირულად იბრძოდა, რაც ჩემი თვალით ვნახე. მასზე არნახული ზეწოლა ხორციელდებოდა, მაგრამ გმირულად იდგა. რომ არა მისი გმირობა, დღეს სერიოზული პრობლემები გვექნებოდა. რუსული აქტივების მიტაცებით ევროპა რუსეთს ფაქტობრივად ომს გამოუცხადებდა", - განაცხადა ორბანმა.
ავტორ(ებ)ი :