22.12.2025 19:06
"რუსეთს არ აქვს განზრახვა, თავს დაესხას ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნებს. რუსეთი არ მისდევს დაპყრობით მიზნებს, რომელსაც მიაწერენ ჩვენს ქვეყანას"- ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვიმა სადისკუსიო კლუბ „ვალდაის" ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, "მოსკოვი მზადაა იურიდიულად დაადასტუროს, რომ არ გეგმავს ევროკავშირსა და NATO-ს თავდასხმას"
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ვაშინგტონი ბირთვული იარაღის გამოცდას განაახლებს, მოსკოვი ანალოგიურად უპასუხებს.
"რუსეთი მზადაა. უზრუნველყოს თავისი ეროვნული უსაფრთხოება, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური კონტრზომებით" - ამბობს ლავროვის მოადგილე და აღნიშნავს, რომ „ევროპული ქვეყნების არაადეკვატური მტრული ქმედებების გამო, აშშ-ის უფრო დაბალანსებული პოლიტიკის პირობებშიც კი, რუსეთსა და ნატოს შორის შეტაკების რისკი კვლავ რჩება"
ავტორ(ებ)ი :