ევროკომისია გმობს აშშ-ს მიერ ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელის დასანქცირებას - „მზად ვართ გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ“ 24.12.2025 17:50

ევროკომისია აშშ-ს მიერ ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვას ეხმაურება.

როგორც ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი არის ღია, წესებზე დაფუძნებული ერთიანი ბაზარი სუვერენული უფლებით, დაარეგულიროს ეკონომიკური საქმიანობა დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად.

„გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა ევროპაში და საერთო ღირებულებაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად დემოკრატიული მსოფლიოს გარშემო. ევროკავშირი არის ღია, წესებზე დაფუძნებული ერთიანი ბაზარი სუვერენული უფლებით, რომ დაარეგულიროს ეკონომიკური საქმიანობა ჩვენი დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ჩვენი ციფრული წესები უზრუნველყოფს უსაფრთხო, სამართლიან და თანაბარ გარემოს ყველა კომპანიისთვის, რომელიც გამოიყენება სამართლიანად და დისკრიმინაციის გარეშე. ჩვენ აშშ-ის ხელისუფლებისგან განმარტებები მოვითხოვეთ. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ სწრაფი და გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ