24.12.2025 19:05
უკრაინელთა 39%-ის აზრით, ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) მიერ გამოვლენილი კორუფციული სქემის ნაწილია. ინფორმაციას უკრაინული მედია Socis-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს, გამოკითხვა 12-18 დეკემბერს ჩატარდა.
გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების 29%-ის აზრით, ზელენსკიმ იცოდა მის ახლო წრეში არსებული კორუფციის შესახებ, მაგრამ პირდაპირ არ იყო ჩართული, ხოლო 19% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს არაფერი აქვს საერთო კორუფციულ გარიგებებთან და არ იცოდა მათ შესახებ.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მის ახლო წრეში არსებულ კორუფციაზე, 28%-ს აზრით, პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკური უნდა იყოს და ზელენსკიმ არ უნდა იყაროს კენჭი ხელმეორედ არჩევნებში.
Socis-ის სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ მათი კვლევის განსხვავებული ასაკის, სქესის, დასახლების ტიპისა და რეგიონული დაყოფის მიხედვით თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. მათივე ცნობით, კვლევაში სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა.
ავტორ(ებ)ი :