გილოცავთ შობას, მათ შორის რადიკალ მემარცხენე ნაძირლებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის გასანადგურებლად, მაგრამ მწარედ მარცხდებიან -დონალდ ტრამპი 25.12.2025 13:18

ჩვენ კვლავ პატივს გვცემენ, შესაძლოა, ისე, როგორც არასდროს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტრამპი აშშ-ის მოსახლეობას შობას ულოცავს და აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში ქვეყანას რეკორდული საფონდო ბირჟა, ტრილიონობით დოლარის შემოსავალი და ყველაზე ძლიერი ეროვნული უსაფრთხოება აქვს.

„გილოცავთ შობას, მათ შორის რადიკალ მემარცხენე ნაძირლებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ გაანადგურონ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ მწარედ მარცხდებიან. ჩვენ აღარ გვაქვს ღია საზღვრები, კაცები ქალების სპორტში, ტრანსგენდერები ყველასთვის ან სუსტი სამართალდამცავი ორგანოები. რაც ჩვენ გვაქვს, არის რეკორდული საფონდო ბირჟა და საპენსიო დანაზოგები, ათწლეულების განმავლობაში დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, არ გვაქვს ინფლაცია და გუშინ მშპ 4,3 პროცენტი იყო, რაც ორი პროცენტული პუნქტით მაღალია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ტარიფებმა ტრილიონობით დოლარის შემოსავალი და კეთილდღეობა მოგვიტანა და აგრეთვე, ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეროვნული უსაფრთხოება. ჩვენ კვლავ პატივს გვცემენ, შესაძლოა, ისე, როგორც არასდროს. ღმერთმა დალოცოს ამერიკა", - წერს დონალდ ტრამპი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ