უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა 27.12.2025 18:28

 

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა.

უწყების ცნობით, გამოაშკარავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი რომელშიც, უმაღლესი რადის მოქმედი დეპუტატებიც ფიგურირებენ. გამოძიების ცნობით, ისინი ქრთამს ხმის მიცემის სანაცვლოდ იღებდნენ.

უმაღლესი რადის დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ „ტელეგრამის" საკუთარ არხზე დაწერა, რომ ჩხრეკა ჩატარდა პარლამენტის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომიტეტის კაბინეტში.

უკრაინული მედია კი წერს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის" დეპუტატების იური კორიავჩენკოვის და იური კისელის და აგრეთვე ოპოზიციური ფრაქცია „ბატკივშჩინას" დეპუტატის კონსტანტინე ბონდარევის საკანონმდებლო მოღვაწეობით არის დაინტერესებული.

ანტიკორუფციულმა უწყებებმა გამოააშკარავეს დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც, რადას დეპუტატები ქრთამს იღებდნენ კენჭისყრაში მონაწილეობისა და ხმის მიცემისთვის 

უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებებმა გამოააშკარავეს დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც მოქმედი დეპუტატები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დეპუტატები სისტემატურად იღებდნენ ქრთამს უკრაინის უმაღლეს რადაში კონკრეტულ კენჭისყრაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის სანაცვლოდ. საქმის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ