28.12.2025 11:42
„უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბრისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთავარი საკითხი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებია", - ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააკეთა.
„საუბრის ყველა მონაწილე (მათ შორის, სკანდინავიის ქვეყნების, კანადის, ნიდერლანდებისა და ნატოს წარმომადგენლები) შეთანხმდნენ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს; კონკრეტულსა და საიმედოს. ასეთი გარანტიები, ასევე, ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას პოლონეთისთვის. აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, საუბარს დავუბრუნდებით", - წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში.
თავის მხრივ, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ზელენსკის ევროპელ ლიდერებთან საუბარს წარმატებული უწოდა.
„სამართლიან და ხანგრძლივ სამშვიდობო შეთანხმებაზე ერთობლივი მუშაობა", - წერს ფინეთის პრეზიდენტი.
ავტორ(ებ)ი :