28.12.2025 13:07
სერგეი ლავროვი რუსეთზე თავდასხმის შემთხვევაში გამანადგურებელი პასუხის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა შიში, რომ რუსეთი ვინმეს თავს დაესხმება.
„ევროპაში გაუგებარი პოლიტიკოსებისთვის, რომელთაც ვიმედოვნებ, რომ აჩვენებენ ამ ინტერვიუს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: შიში, რომ რუსეთი ვინმეს თავს დაესხმება, საჭირო არაა.
ამასთან, რუსი დიპლომატი აღნიშნავს, რომ „თუ ვინმე იფიქრებს რუსეთზე თავდასხმას, პასუხი გამანადგურებელი იქნება".
მისივე თქმით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმაც არაერთხელ საჯარო გაფრთხილება გააკეთა.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ, ევროკავშირი გახდა მშვიდობისთვის მთავარი დაბრკოლება.
„იქ არ ფარავენ გეგმებს რუსეთთან ომისთვის მზადებაზე", - განაცხადა ლავროვმა.
ავტორ(ებ)ი :