28.12.2025 16:26
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [AIEA] დირექტორის, რაფაელ გროსის ინფორმაციით, სააგენტოს შუამავლობით, უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამავე ცნობით, დროებითი ზავი დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენისთვის გამოცხადდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება.
ავტორ(ებ)ი :