29.12.2025 17:47
კრემლში აცხადებენ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ თავისი შეიარაღებული ძალები დონბასიდან უნდა გაიყვანოს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, ეს მათთვის ერთ-ერთი პირობაა. დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ცალკეულ პუნქტებზე საჯაროდ საუბარს მოსკოვი არ გეგმავს. ის ასევე განმარტავს, რომ კონფლიქტის დასრულებას საკუთარი მიზნების მიღწევის ფარგლებში განიხილავს.
„გეგმის კონკრეტული დებულებების საჯარო განხილვას არ დავიწყდებთ. რუსეთი სამხედრო კონფლიქტის დასრულებაზე საკუთარი გეგმების მიღწევის კონტექსტში ფიქრობს", - განაცხადა პესკოვმა.
ავტორ(ებ)ი :