,,უკრაინელები სამართლიანი მშვიდობისკენ ისწრაფვიან''- ზელენსკი 29.12.2025 18:34

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები სამართლიანი მშვიდობისკენ ისწრაფვიან.

„მართალია, უკრაინის მოქალაქეების 87% მშვიდობის მომხრეა, თუმცა, ამავდროულად, 85% მხარს არ უჭერს დონბასიდან თავდაცვის ძალების გაყვანას. ეს ნიშნავს, რომ ყველას სურს მშვიდობა, ოღონდ სამართლიანი მშვიდობა", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაური ეთანხმება იმ აზრს, რომ ტერიტორიების საკითხი რთულია.

„ყველა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე ცუდი გზა დონბასიდან გასვლაა. ეს იქნება უდიდესი რისკის შემცველი უკრაინისთვის და მიუღებელი უკრაინელებისთვის", - დასძინა მან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ