„სპეციალური ოპერაციის ამოცანები გენერალური შტაბის გეგმებისა და განზრახვების შესაბამისად გაგრძელდეს“ - პუტინის ახალი ბრძანება 29.12.2025 20:04

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში, სამხედროებთან შეხვედრისას ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი სამხედროებს შეხვდა და გასცა ბრძანება, „სპეციალური ოპერაციის ამოცანები გენერალური შტაბის გეგმებისა და განზრახვების შესაბამისად გაგრძელდეს".

პუტინის თქმით, მადლობას უხდის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება „დნეპრის" მეთაურს, მიხეილ ტეპლინსკის წარმატებული მოქმედებებისთვის.

„მტერი იქ თავდაცვისთვის მრავალი წლის განმავლობაში ემზადებოდა. ვიცით, რომ ვითარება რთულია. მიუხედავად ამისა, თქვენი ჯგუფის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას ახერხებთ", - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე ისაუბრა „დონბასის ტერიტორიის სრულად გათავისუფლების" პერსპექტივებზე.

„სევერსკის გათავისუფლება და კონსტანტინოვკაში ეფექტური მუშაობა ჯარებს საშუალებას აძლევს, დასავლეთისა და ცენტრის ძალებთან თანამშრომლობით სრულად გაათავისუფლონ დონბასის ტერიტორია", - აღნიშნა პუტინმა კრემლში სამხედროებთან შეხვედრისაას.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ