31.12.2025 10:27
რუსეთმა ოდესაზე მასობრივი იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსების სამიზნე რეგიონის სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, ოლქის მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის და წყლის გარეშე დარჩა.
ავტორ(ებ)ი :