03.01.2026 18:55
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის დროს ამერიკელ სამხედროებს შორის დანაკარგები არ არის, თუმცა, მისი თქმით, რამდენიმე მათგანი დაშავდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა სამხედრო ოპერაცია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ავღანეთიდან აშშ-ის გასვლას შეადარა.
„ჩვენ აღარ ვართ დაცინვის ობიექტი", - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, სამხედრო ოპერაციას მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან ადევნებდა თვალს და აღფრთოვანებულია ამერიკელი სამხედროების პროფესიონალიზმით.
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ „ძლიერად იქნება ჩართული" ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიის მომავალ საქმიანობაში.
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ნიკოლას მადუროს „ერთი კვირის წინ" ესაუბრა და უთხრა, რომ „უნდა დანებებულიყო".
ავტორ(ებ)ი :