,, აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებული დარტყმები მსოფლიოზე ახდენენ გავლენას'' - დონალდ ტუსკი 03.01.2026 19:56

 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, 2026 წელი ძლიერი დარტყმით იწყება.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებული დარტყმები მსოფლიოზე ახდენენ გავლენას.

„გლობალური მასშტაბით, ჩვენ გვაქვს ამერიკული ძალების თავდასხმა ვენესუელაზე, კარაკასზე, ამიტომ 2026 წელი მართლაც ძლიერი დარტყმით იწყება. ჯერ კიდევ იქნება დრო იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ იმოქმედებს ეს ჩვენს რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. დღევანდელ დროში, ასეთი მასშტაბური მოვლენები, როგორიცაა ამერიკული ძალების დღევანდელი თავდასხმები, გავლენას ახდენს მსოფლიოზე. ამიტომ ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და საკუთარი თავი ამ ახალ სიტუაციას შევაგუოთ", - აცხადებს დონალდ ტუსკი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ