03.01.2026 19:59
რუსეთი უკიდურესად შეშფოთებულია ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის ვენესუელიდან ევაკუაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ ცხადყოს სიტუაცია.
განცხადების თანახმად, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე აშშ-ის აგრესიის შედეგად იძულებით გაიყვანეს ქვეყნიდან.
ავტორ(ებ)ი :