ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვენესუელის პრეზიდენტი 04.01.2026 11:48

 

ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, რომლებიც აშშ-ში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

„ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, უზრუნველყოს პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის პირადი უსაფრთხოება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე, შეწყვიტოს ვენესუელის რეჟიმის დამხობის მცდელობები და საკითხი დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს", - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებამ განცხადება მანამდეც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ღრმად შოკირებულია და მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ ძალის აშკარა გამოყენებას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ