04.01.2026 17:06
"დღეს თუ ვენესუელაა, ხვალ შეიძლება ნებისმიერი სხვა სახელმწიფო იყოს მის ადგილას, ბუნებრივ ან სტრატეგიულ რესურსებზე ცალმხრივი გარე კონტროლის დამყარების საფრთხე წარმოადგენს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის სერიოზულ დარღვევას, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს რეგიონის ყველა სახელმწიფოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და სტაბილურობას," - ამის შესახებ ჩილეს პრეზიდენტმა გაბრიელ ბორიჩმა განაცხადა, რითაც ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
"თუ შტატებს შეუძლია, ეს კარაკასში გააკეთოს, რატომ ვერ შეძლებს იმავეს გაკეთებას სხვაგან მომავალში?! - ჩილე სასწრაფოდ მოუწოდებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აიღოს აქტიური და დაუყოვნებლივი პასუხისმგებლობა, გამოიყენოს ყველა არსებული მექანიზმი სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვით, აღადგინოს ვენესუელაში პოლიტიკური და მშვიდობიანი გადაწყვეტის ჩარჩო, გაეროს წესდების შესაბამისად. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობებთან," - განაცხადა ჩილეს პრეზიდენტმა.
ავტორ(ებ)ი :