,, ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობამ უნდა გაიმარჯვოს ნებისმიერ სხვა მოსაზრებაზე და გამოიწვიოს ძალადობის დაძლევა''- რომის პაპი 04.01.2026 18:39

 

საყვარელი ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობამ უნდა გაიმარჯვოს ნებისმიერ სხვა მოსაზრებაზე და გამოიწვიოს ძალადობის დაძლევა, სამართლიანობისა და მშვიდობის გზაზე დადგომა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს, - ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს.

„კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, თითოეული ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების პატივისცემა, ერთად მუშაობა თანამშრომლობის, სტაბილურობისა და ჰარმონიის მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად, განსაკუთრებული ყურადღებით უღარიბესთა მიმართ, რომლებიც რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო იტანჯებიან - ამისთვის ვლოცულობ და თქვენც გეპატიჟებით, ილოცოთ", - განაცხადა რომის პაპმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ