,,იტალიის მთავრობა ლეგიტიმურად მიიჩნევს თავდაცვით ჩარევას უსაფრთხოებაზე ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ''- ჯორჯია მელონი 04.01.2026 19:07

 

"გარე სამხედრო მოქმედებები არ არის ტოტალიტარული რეჟიმების დასრულების გზა, მაგრამ ამავე დროს იტალიის მთავრობა ლეგიტიმურად მიიჩნევს თავდაცვით ჩარევას უსაფრთხოებაზე ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ", - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმაჯორჯია მელონიმ განაცხადა.

მელონის თქმით, იტალია ყოველთვის მხარს უჭერდა ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული გარდამავალი პერიოდისკენ მისწრაფებას.

„იტალიამ, თავის მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, არასდროს აღიარა არჩევნებში მადუროს თვითგამოცხადებული გამარჯვება, დაგმო რეჟიმის რეპრესიები და ყოველთვის მხარს უჭერდა ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული გარდამავალი პერიოდისკენ მისწრაფებას. იტალიის ისტორიული პოზიციის შესაბამისად, მთავრობა მიიჩნევს, რომ გარე სამხედრო მოქმედებები არ არის ტოტალიტარული რეჟიმების დასრულების გზა, მაგრამ ამავდროულად, თავდაცვით ჩარევას ლეგიტიმურად მიიჩნევს მის უსაფრთხოებაზე ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოების მიერ ნარკოტიკებით ვაჭრობის ხელშემწყობი ქმედებები", - აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ