05.01.2026 10:34
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას „თანამშრომლობის პროგრამას" სთავაზობს.
როდრიგესის თქმით, ეს პროგრამა მიმართული იქნება „საერთო განვითარებისკენ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, საზოგადოების ხანგრძლივი თანაცხოვრების განსამტკიცებლად".
ამასთან, დელსი როდრიგესმა აღნიშნა, რომ ვენესუელა პრიორიტეტად მიიჩნევს ახალი, უკეთესი ურთიერთობების დამყარებას აშშ-სა და რეგიონის ქვეყნებთან.
„პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, ჩვენი ხალხები და ჩვენი რეგიონი იმსახურებენ მშვიდობას და დიალოგს, და არა ომს. ეს ყოველთვის იყო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მესიჯი და ახლა ეს არის მთელი ვენესუელის მესიჯი. ვენესუელას აქვს უფლება მშვიდობაზე, განვითარებაზე, სუვერენიტეტსა და მომავალზე",- აღნიშნა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
ავტორ(ებ)ი :