,, გაეროს წესდებისა და მისი აკრძალვების უარყოფა „უმძიმეს შედეგებს გამოიწვევს''- ჯეფრი საქსი 05.01.2026 20:57

 

ეკონომისტ ჯეფრი საქსის განცხადებით, გაეროს წესდებისა და მისი აკრძალვების უარყოფა, რომლებიც ეხება დონალდ ტრამპის მიერ ვენესუელის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს, „უმძიმეს შედეგებს გამოიწვევს". ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქსმა მოუწოდა წევრ ქვეყნებს, დაფიქრდნენ იმ ფართო შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს მათ რეაქციას ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე - განახორციელოს სამხედრო დარტყმები ვენესუელაზე და დააკავოს ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი.

„საბჭოს წინაშე დღეს მდგარი საკითხი ვენესუელის მთავრობის ბუნებას არ ეხება", - განაცხადა საქსმა.

„საკითხი იმაში მდგომარეობს, აქვს თუ არა რომელიმე წევრ სახელმწიფოს უფლება, ძალის გამოყენებით, იძულებით ან ეკონომიკური დახრჩობის გზით განსაზღვროს ვენესუელის პოლიტიკური მომავალი ან განახორციელოს კონტროლი მის საშინაო საქმეებზე", - განაცხადა მან და დასძინა, რომ მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას.

„საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, იქნება თუ არა ეს აკრძალვა დაცული თუ მასზე უარს იტყვიან. მასზე უარის თქმა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება. მშვიდობა და კაცობრიობის გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, დარჩება თუ არა გაეროს წესდება საერთაშორისო სამართლის ქმედით ინსტრუმენტად, თუ მას არარელევანტურობამდე დაკნინების საშუალებას მისცემენ. სწორედ ეს არის არჩევანი, რომელიც დღეს ამ საბჭოს წინაშე დგას", - დასძინა მან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ