,,მე არ ვარ დამნაშავე, წესიერი ადამიანი ვარ, კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ''- ნიკოლას მადურო 05.01.2026 21:45

 

აშშ-ში, დენიელ პატრიკის სახელობის მანჰეტენის სასამართლოში ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის, სილია ფლორესის სასამართლო პროცესი დაიწყო.

ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ყველა ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მისივე თქმით, ის ვენესუელის პრეზიდენტია და კარაკასში, საკუთარი სახლში დააკავეს.

„მე არ ვარ დამნაშავე, მე წესიერი ადამიანი ვარ, მე კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ", - განაცხადა მადურომ.

მადუროს შემდეგ, სილია ფლორესმა ასევე აღნიშნა, რომ ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„დიახ, მე ვარ სილია ფლორეს მადურო, მე ვენესუელას პირველი ლედი ვარ", - განაცხადა ფლორესმა.

სხდომის მიმდინარეობისას ნიკოლას მადუროს ადვოკატმა განაცხადა, რომ მადუროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და სამედიცინო დახმარება სჭირდება.

სილია ფლორესის ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

მადურომ და მისმა მეუღლემ სასამართლო დარბაზი დაახლოებით 30 წუთის შემდეგ დატოვეს.

17 მარტს ნიკოლას მადუროს სასამართლოში მომდევნო მოსმენაზე გამოცხადება დაევალა.

ცნობისთვის, ნიკოლას მადუროს ბრალი ედება ნარკოტერორიზმის, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში და აშშ-ის წინააღმდეგ ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობის შეთქმულებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ