05.01.2026 22:59
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი გრენლანდიის დაუფლების სურვილის მიმართ.
„სამწუხაროდ, ვფიქრობ, ამერიკის პრეზიდენტს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, როდესაც ის ამბობს, რომ გრენლანდია სურს", - აღნიშნა დანიის მთავრობის მეთაურმა.
„მკაფიოდ განვაცხადე დანიის სამეფოს პოზიცია, გრენლანდიამ კი არაერთხელ თქვა, რომ არ სურს იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი. თუ აშშ ნატოს სხვა წევრ ქვეყანას თავს დაესხმება, ყველაფერი დასრულდება", - განაცხადა მან.
ავტორ(ებ)ი :