05.01.2026 23:03
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ არ დაუშვებს, ბრიუსელმა უნგრეთი მიგრანტების ქვეყნად აქციოს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში, ორბანმა ისაუბრა 2026 წლის 12 ივნისს ევროპის მიგრაციის პაქტის ძალაში შესვლაზე, რომელიც, მისი თქმით, უნგრეთს ავალდებულებს, ააშენოს ბანაკები ათასობით მიგრანტისთვის და მიიღოს დასავლეთ ევროპიდან მიგრანტები.
როგორც ორბანმა განაცხადა, არ დაუშვებს, რომ უნგრეთი მიგრანტების ქვეყნად იქცეს.
„ბრიუსელს სურს, რომ უნგრეთში შეიქმნას მიგრანტების ბანაკები და დამუშავდეს ათასობით თავშესაფრის მაძიებელთა საქმე. პასუხია - არა. ჩვენ არ მივიღებთ მიგრანტებს დასავლეთ ევროპიდან, არ ავაშენებთ ბანაკებს და არ დავთმობთ ჩვენს საზღვრებს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სხვებმა გადაწყვიტონ, ვისთან ერთად ვიცხოვროთ", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ავტორ(ებ)ი :