ე.წ. სასამართლო პროცესი აშშ-ის შიდა სასამართლოში სერიოზულად არღვევს ვენესუელის ეროვნულ სუვერენიტეტს–ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი 06.01.2026 17:38

ე.წ. სასამართლო პროცესი აშშ-ის შიდა სასამართლოში სერიოზულად არღვევს ვენესუელის ეროვნულ სუვერენიტეტს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის ქმედება ძირს უთხრის საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობას

„შეერთებულმა შტატებმა უგულებელყო ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი ღიად ბრალდების წაყენებით და ე.წ. „სასამართლო პროცესის" ჩატარებით საკუთარ სასამართლოში, რითაც უხეშად დაარღვია ვენესუელის ეროვნული სუვერენიტეტი. ასევე, ეს ძირს უთხრის საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობას. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, საკუთარი წესები საერთაშორისო სამართალზე მაღლა დააყენოს. ჩინეთი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე და უზრუნველყოს მათი პირადი უსაფრთხოება", - განაცხადა მაო ნინმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ