06.01.2026 21:04
მე მეფე ვარ, - ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის წევრებს ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას.
ტრამპის თქმით, მან ნებისმიერ ადამიანზე მეტი Boeing-ის ტიპის თვითმფრინავი გაყიდა და „წლის მოვაჭრის" ჯილდოც დაიმსახურა.
„მე მეფე ვარ - მე დედამიწაზე ნებისმიერ ადამიანზე მეტი Boeing-ის თვითმფრინავი გავყიდე. მათ წლის მოვაჭრის ჯილდო მომცეს. ვთქვი, რას იტყვით გამყიდველებზე Boeing-ის ისტორიაში? მე ისტორიაში ნებისმიერ სხვა ადამიანზე გაცილებით მეტი Boeing-ის თვითმფრინავი გავყიდე", - განაცხადა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ ათასზე მეტი თვითმფრინავი გაყიდა.
ავტორ(ებ)ი :