07.01.2026 11:08
ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა.
როგორც როდრიგესმა აღნიშნა, ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა ვენესუელელი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპნენ.
შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ამერიკელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო. „როიტერის" ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაციის დროს ათობით ვენესუელელი სამხედრო დაიღუპა.
ავტორ(ებ)ი :