ვენესუელაში ჩინეთისა და სხვა ქვეყნების კანონიერი უფლებები და ინტერესები დაცული უნდა იყოს-ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 07.01.2026 13:34

ვენესუელაში ჩინეთისა და სხვა ქვეყნების კანონიერი უფლებები და ინტერესები დაცული უნდა იყოს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, პეკინი მკაცრად გმობს აშშ-ის შტატების მოქმედებებს ვენესუელაში.

„შეერთებულმა შტატებმა უტიფრად მიმართა ძალის გამოყენებას ვენესუელის წინააღმდეგ და მოითხოვა, რომ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა" პრინციპი გამოყენებული იქნას ვენესუელის მიერ საკუთარი ნავთობის რესურსების განკარგვისას. ეს არის დაშინების ტიპიური აქტი, საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა და ვენესუელის სუვერენიტეტის სერიოზული ხელყოფა, რაც ასევე სერიოზულად ძირს უთხრის ვენესუელელი ხალხის უფლებებს", - აღნიშნა მაო ნინმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ვენესუელის ნავთობზე სანქციების დაწესებით და ქვეყნის წინააღდეგ ძალის გამოყენებით, აშშ-მა მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ წესრიგს და ასევე საფრთხე შეუქმნა გლობალური წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობას.

„ჩინეთსა და ვენესუელას შორის თანამშრომლობა არის სუვერენულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა და დაცულია საერთაშორისო სამართლით და ორივე ქვეყნის კანონმდებლობით", - აღნიშნა მაო ნინმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ