მადუროს დაკავების სპეცოპერაციისას შვიდი ამერიკელი სამხედრო დაშავდა-Fox News 07.01.2026 15:38

ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციის დროს კარაკასში შვიდი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ინფორმაციას Fox News-ი ერთ-ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

შვიდი დაშავებულიდან ხუთი უკვე დაუბრუნდა სამსახურს, ხოლო ორი სამხედრო ჯერჯერობით მკურნალობის კურსს გადის.

„ისინი შესანიშნავ სამედიცინო დახმარებას იღებენ და სწრაფად გამოჯანმრთელდებიან. ფაქტია, ურთულესი მისია ისე შესრულდა, რომ ცოტა ადამიანი დაშავდა, ეს ჩვენი მებრძოლების პროფესიონალიზმზე მეტყველებს", - ციტირებს ტელეარხი ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ